|
2022-01-19 12:14:44, 734 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი – მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილებები არ არის, რეკომენდაციები შეუსრულებელია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა დღეს შემაჯამებელი დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ექს–პრეზიდენტთან სამმა ვიზიტმა აჩვენა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის. ამასთანავე, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა და კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები, კვლავ შეუსრულებელია. "არსებითი ცვლილებები მკურნლობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს თუმცა ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის", – განაცხადა ომბუდსმენმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)