|
2022-01-18 16:46:46, 699 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ომბუდსმენის სამედიცინო გუნდის შეფასებები მნიშვნელოვანია
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და შეფასებები მნიშვნელოვანია, რადგან მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც ჯანმრთელობის ისე სასამართლო პროცესებთან მიმართებაში ყურადღებით აკვირდებიან. "მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი. ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)