|
2022-01-17 18:29:31, 808 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ინსპექტორზე - ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სათანადო განხილვის გარეშე წარიმართა
ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, უნდა დარწმუნდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს. "სახელმწიფო ინსპექტორის დაწესებულება მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს იმ გაგებით, თუ რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკამათოა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან ურთიერთობის ფუნდამენტური ასპექტია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციებს ამ სააგენტოში და ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა“, - განაცხადა ჰარცელმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)