|
2022-01-17 17:30:10, 686 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - შეუძლებელია ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა!
„განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექს-პრეზიდენტის თქმით, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და ყველა ბავშვი დაზღვეულია... „ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლაში. მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ. განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. ჯერ ერთი, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და მეორე, ყველა ბავშვი დაზღვეულია. აი, წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს მაინც ექნება და ავტომატურად ყველას გადაედება. შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებიან სახლში და გადასდებენ ოჯახის წევრებს. მართალია, ომიკრონი ბევრად მსუბუქად მიდის ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ მკურნალობა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ოჯახში თუ სამ ადამიანს მაინც დაემართა, ეს ოჯახის ბიუჯეტზე დამატებით 500-600 ლარი დატვირთვაა. ეს კი იმ პირობებში, როცა ამ თვეებში განსაკუთრებით ბევრი დაიხარჯება დენისა და გაზის მომატებულ გადასახადებზე, საკვებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე და ახლა დამატებით კოვიდისგან მკურნალობის თანხები. აი, ამიტომაც არის შეუძლებელი ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)