|
2022-01-17 11:12:14, 676 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)