|
2022-01-17 09:43:45, 784 ნახვა
პოლიტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცა
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც სოციალური მომსახურებისს სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, 4–თვიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და გადაწყვიტეს, უკიდურეს ზომას მიმართონ. "მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. იმდენად დაბალი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობაც კი შეუძლებელია ამ ანაზღაურებით. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი, არაერთი შეხვედრა გვქონდა, არაერთი მედიაცია, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ. შესაბამისად, დასაქმებულებს სხვა გზა არ დარჩათ გარდა იმისა, რომ მიმართონ პროტესტი ამ ფორმას და გაიფიცონ. 400-მდე თანამშრომელი უარს ამბობს შრომითი ვალდებულების შესრულებაზე იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა, დავით ომსარაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, გუშინ სამინისტრო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)