|
2022-01-14 13:26:37, 1377 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი – ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის
უკრაინის სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამისთვის, ყველა ბერკეტს იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ვლადისლავ გრიშენკომ განაცხადა. ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის. „მიხეილ სააკაშვილის წამებაზე და გაურკვეველი ფსიქოტროპული წამლების მიღებაზე საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სააკაშვილმა გადმოგვცა განცხადება მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მხარე რომელიც დაზარალებულს წარმოადგენს აქტიურად განახორციელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ გავოცდით როდესაც გავიგეთ,რომ საქალაქო სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი უწყება დაიშალა და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)