|
2022-01-14 13:18:56, 1166 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უკრაინაში რამდენიმე საქმე აღიძრა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული. როგორც უკრაინელმა ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემა, შესაბამისად, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. „გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)