|
2022-01-12 14:14:09, 1678 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ხვალ, მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს!
ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის სასამართლო გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ხვალ საკუთარ "სასამართლო" პროცესს დაესწრება და საკუთარ სათქმელს იტყვის. "ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელებს" და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე", – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)