|
2022-01-12 12:55:01, 1503 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე – ცინიზმის მწვერვალი იყო, სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა
ცინიზმის მწვერვალი იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლომ ძალიან აშკარად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ გადწყვეტილება მოსამართლემ 2 კვირაში მიიღო, რაც წარმოუდგენელია და მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა. "ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ აი ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ძალიან აშკარად, არც კი ეცადნენ, რომ რაღაც დაემალათ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირაში მიიღო გადაწყვეტილება როხვაძემ საჩივრის წარდგენის შემდეგ, 1-დან 10-მდე ისედაც დასვენების დღეები იყო და სამუშაო დღეებს თუ ავიღებთ, 2 კვირა დასჭირდა სულ რაღაც საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი", - თქვა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)