|
2022-01-12 11:39:05, 1037 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - მოვისმინეთ სიყალბე, დავდგები ადამიანების გვერდით, ვისაც სახელმწიფო უსამართლოდ დაჩაგრავს
ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. - ასე შეაფასა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მზადაა ყველა ადამიანს გვერდით დაუდგეს ვინც სახელმწიფოსგან უსამართლობის მსხვერპლი იქნება. "მე მინდა ყველას გადაგიხადოთ, მადლობა დავიწყებ მედიათი და იმ ადამიანებით, რომლებიც აქ ხართ. ყველას დიდი მადლობა, პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ეს ნამდვილად არის იმ სოლიდარობის დადასტურება როცა, სიმართლისათვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ დავდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, თუ დავინახე რომ სახელმწიფო უსამართლოდ დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)