|
2022-01-10 12:39:44, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიიის დაპატიმრებას
მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიიის დაპატიმრებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „არ დაგვავიწყდეს, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, 10 მილიარდი დოლარის ინვესტორი, რომელსაც საქართველოში, ფაქტობრივად, 200 00-მდე სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია, გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. არადა, უკრაინაში ამ მიმართულებით აქტიურად იყენებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. კარგად უნდა გაიაზრონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას“, - აცხადებს ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრობის“ ოფისში ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არ გამორიცხა, რომ პარტიაში მოხდეს ცვლილებები. „პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ, როცა ჩემი კოლეგები, ყველანი ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)