|
2022-01-09 17:02:39, 1249 ნახვა
პოლიტიკა
ჯიშკარიანი - უკრაინაში ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ, რათა სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე გამოძიება დაიწყოს
მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიან ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გორის სამხედრო ჰოსპიტალში არაადეკვატური მკურნალობა მიმდინარეობს და შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. „ვერაფერს ვიტყვით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან,როგორც პირადი ექიმი ვერ შედის, ასევე ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ნებართვა. შესაბამისად, ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა. თქვენ იცით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, მიმდინარეობს არაადეკვატური მკურნალობა და შესაბამისად, ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და მათი დაცვის სტრატეგია ასეთია, რომ ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)