|
2022-01-06 20:40:31, 840 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - დღეს, საქართველოში ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა რომ იყოს, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა
„ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა. რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა უბედურებასთან ერთად ახლანდელმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო 3 დღეში კი, ქვეყანაში, კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. „ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როცა საქართველოში ბიზნესს ათმაგად მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს, ვიდრე უკრაინაში. თითქმის მთელი დრო, ყველა კაფე და მაღაზია მუშაობდა კიევსა და ოდესაში და ტურისტულ სექტორზე დამოკიდებულ საქართველოში დრაკონულად მოკეტეს ყველაფერი. თითქოს არაფერი და გავატარეთ ტიკარაძის აღიარება, რომ ძირითადად ხალხი იღუპება საავადმყოფოში აკიდებული დამატებითი ინფექციის გამო. მაშინ რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა. ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა?!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)