|
2022-01-05 16:07:44, 744 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ შეიქმნას ე.წ. შავი სია
სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ ,რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ საქართელოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იურისტთა ჯფუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ყველა უკანონო საკითხს შეისწავლის. "ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ. ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამინები, რომლებიც ძალადობენ სახელმწიფოზე სასამართლოს სახელით ხალხზე და პოლიტიკოსებზე აგროვებენ სიმდიდრეებს. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯფუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის.", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)