|
2022-01-05 12:24:56, 724 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე – თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს, ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული, რათა რეჟიმი დასრულდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე მივიდა. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და მის როლზე. მისივე თქმით, თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს, ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული, რათა დასრულდეს რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. "ბევრ საკითხზე გვექნება საუბარი, ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მიმდინარე საკითხებზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესახებ, საერთოდ ამ კომისიის როლზე და ენმ-ს საპარლამენტო ფუნქციაზე. ჩემი აზრია, რომ თუკი რაიმე ბერკეტი არსებობს ყველფერი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დამთავრდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ვნახეთ მისი პოლიტიკურ ხედვა გამოქვეყნდა თეზისების სახით და ალბათ ის ფიქრობს, რომ მისი ეკონომიკური შეხედულებებიც ამ ფორმით იქნას წარმოდგენილი, ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ დეტალურად გვექნება ეხლა საუბარი",
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)