|
2022-01-04 17:33:52, 706 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს
მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშილი აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ აღნიშნული კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას. "ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა, პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ შედარება არ არის. უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. იცით, რომ ბარიერია და ის, რაც შემეძლო მენახა იმას მოგახსენებთ. ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს. დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით, ის აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ეს კომისია და იმუშაოს", – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)