|
2021-12-31 14:05:53, 1591 ნახვა
პოლიტიკა
რა უყვარს ლურჯ ვეფხვს საახალწლო სუფრაზე? - რჩევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სუფრის მოწყობისას
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2022-ში, ხარის წელს ლურჯი ვეფხვის წელი ენაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლური ტრადიციისამებრ, „ნამდვილი“ ახალი წელი თებერვლის პირველ რიცხვში დგება, თანამედროვე ასტროლოგები საზოგადოებას, მაინც ურჩევენ, რომ არამხოლოდ პირველი თებერვლისთვის, არამედ პირველ იანვარისთვიაც, ახალ წელს, ჩინური ტრადიციების შესაბამისი განწყობით მიეგებნონ. უპირველესად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, თუ რა ენერგიებს წარმოადგენს ვეფხვი ჩინურ ჰოროსკოპში. ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები დამოუკიდებლობით, ლოიალურობით, უშიშრობითა და მაღლი თვითშეფასებით გამოირჩევიან. მათი არქეტიპი მიზანდასახული და შეუდრეკელია. მათ ყველაზე ძლიერ პიროვნულ ხასიათად სამართლიანობის გრძნობა მიიჩნევა. თუმცა, ამის საპირწონედ, ვეფხვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, მათი „ბნელი“, ნეგატიური მხარე, უკვე ეგოცენტრულობასა და არაადეკვატურად მეამბოხე ხასიათში გამოიხატება. იმის გამო, რომ ამ წლის ჩინურ ჰოროსკოპში ვეფხვი წყლის სტიქიით წარმოგვიდგება, იგი საჭმელებში ზედმეტად პრეტენზიულად არ იქნება. მისთვის უმთავრესად მნიშვნელოვანი სიყვარულითა და სიმშვიდით მომზადებული კერძებია, მაგალითად, რაიმე ნაკლებად უცხო, მარტივი და მეტად ტადიციული - ის რაც ერთმანეთთან საერთოა და გვიყვარს. ხაზგასასმელია, რომ სუფრაზე ხორცის ქონაც მნიშვნელოვანია. ლოგიკურია, რადგან ვეფხვი მტაცებელი ცხოველია. მისთვის ღორის, ქათმის, კურდღლისა თუ ინდაურის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე გამოტანა, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ბარაქის მომტანი იქნება. ხორცი მაგიდის მთავარი კერძი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მაინც სასურველი იქნება, თუ საქონლის ხორცს სუფრაზე, საერთოდ არ მოთავსდება, ვინაიდან იგი ხართან ასოცირდება, ხარი და ვეფხვი კი ჩინურ ტრადიციულ მითოლოგიაში კარგი ურთიერთობით არ გამოირჩევიან - ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. ახალი წლის სუფრაზე დესერტის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად, რომ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ვეფხვს ტკბილეულობა ძალიან უყვარს, საახალწლო მაგიდისთვის, ტკბილეულობების შემატების ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს. მნიშვნელოვანია კრეატიულობის შენარჩუნება, ამიტომ სუფრაზე ყველა შესაძლო დესერტი, გემოვნებისამებრ უნდა დაიდოს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)