|
2021-12-29 17:20:10, 806 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია მელიას პასუხობს - ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს
ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს. - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას, რომელმაც მას უსინდიო უწოდა. მისივე თქმით, მან საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას და "ნაცმოძრაობას" ამასთან შეგუება მოუწევთ. „ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე, როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, გუშინ ნათქვამს დღეს გადათვქამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლების საღად ხედავენ რეალობას, მათ შორის არის "ევროპული საქართველო" , ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება. - განაცხადა ბოკერიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)