|
2021-12-29 11:25:08, 513 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივების გატარება სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, საერთაშორისო სასამართლოების კანონში ცვლილებებისა და ცესკო–ს თავმჯდომარესა და პროფესიული წევრების არჩევის საკანონმდებლო ინიციატივებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამიგე საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია, დემონსტრაციული თავდასხმაა ინსტიტუტებზე და ეს სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია. ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „სამივე ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტი. რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ეს იყო სამსახური, რომელიც იყო შექმნილი დიდი საერთაშორისო ძალისხმევით და იყო ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციის თავგასულობა, რისი ფაქტებიც არა ერთხელ ვიხილეთ, დაწყებული ლუკა სირაძის ფაქტიდან, ახლა სააკაშვილის უფლებების შელახვის ფაქტები და ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ იქნებოდა ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია და ისინი დაიმორჩილებდნენ ისევე მონურად, როგორც ბევრ სხვა ინსტიტუტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. აღმოჩნდა, რომ ლონდა თოლორაია, მინდა გამოვხატო მხარდაჭერა პირადად მის მიმართ და შევთავაზო სრული დაპირება იმისა, რომ ვიდგებით მის გვერდზე, ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში. ლონდა თოლორაიამ ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე და მათ პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ რაც უქმნის დისკომფორტს, უბრალოდ აიღონ და გააუქმონ, რაც წარმოუდგენელი თავხედობა და სახელმწიფოს დაზიანებაა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)