|
2021-12-29 10:25:47, 640 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს პატივისცემით მოეპყრონ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საგარეო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოეპყრან. „მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით მას რეაბლიტიაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება. ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს, გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო შემოწმების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)