|
2021-12-28 11:24:19, 650 ნახვა
პოლიტიკა
ლონდა თოლორაია – ეს არ არის რეფორმა, ეს არის შურისძიება, შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე
ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რითიც პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა. ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოუხმობს კეთილგონიერებას და აღნიშნულ კანონპროექტს არ აქცევს კანონად. „ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასდროს უთანხმებდა არავის და ეს არის შურისძიება. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტულია, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. გარდა იმისა, რომ არანაირი კონულტაციები ჩემთან არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირების შემდაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)