|
2021-12-27 12:43:12, 705 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა ინსტიტუტის წინააღმდეგ
ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი, მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება და გადაეცეს ადამიანს რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართელეს. ეს არის გზავნილი ლონდა თოლოარაის მიამრთ. რეჟმმა ჩათვალა, რომ ახალნამშობიარები დედა ვერ შეძლებდა საკუთარი სამსახურის დაცვას ეს არის ანგარიშსწორება, პოლიტიკური ანგარიშსსწორება ამ ინსტიტიუტის წინააღმდეგ, რადგან ლონდა თოლორაიამ გაბედა და მონურ მორჩილებას არჩია პროფესიონალური კეთილსინდისიერება, გაბედა ეთქვა სიამრთლე. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის შეჩერება", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)