|
2021-12-24 14:20:57, 803 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ტრანსპორტში ტარიფი არ იზრდება, 250-ლარიან აბონემენტზე შესაძლოა ბანკთან დალაპარაკება და გადანაწილება
დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ?. - თბილისის მერი კახა კალაძე 250 ლარიან პაკეტთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მორიგ განმარტებას აკეთებს და ბანკის დახმარებას სთავაზობს. კახა კალაძე, "იმედის" ეთერში ამბობს, რომ მათთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა უფასოა ან 10-20 თეთრს იხიდან. "აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი… არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი, ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და ის დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს. შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე ეს შეღავათი რჩება. ამავდროულად, ეს შეღავათები ვრცელდებოდა მეტროსა და ავტობუსებზე, იმიტომ რომ მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი. ამ 53 %-ზე ეს არ ვრცელდებოდა და მიკროავტობუსში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ გადაწყვეტილებით ინტეგრირება გავაკეთეთ მეტროსი, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და საბაგიროსი და ამ 53 %-ს მოუწევს 10 თეთრის, 20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც. ეს 53 % არიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები, ვრცელი ჩამონათვალია ვისაც ეს შეღავათები ეკუთვნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)