|
2021-12-23 20:01:25, 1012 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში ხალხის გატაცებასა და სასაზღვრე ხაზის გადმოწევას ვერაფერს ვერავინ ბედავდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან საქართველოს 4 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვერც აგვისტოს ომამდე და ვერც მის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ხალხის გატაცებასა და სასაზღვრე ხაზის გადმოწევას ვერავინ ბედავდა. ექს-პრეზიდენტის თქმით, „უზურპატორებმა“ უმჯობესია ხალხი დაიცვან, ვიდრე მას „200 კაცითა და სპეცრაზმით, მას ყარაულობდნენ“. „კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება. მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს. არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)