|
2021-12-03 10:55:17, 659 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლნტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები. ამასთან, საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც - ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნება ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პროფესიონალებით, ცენტრში სამედიცინო კვლევების გარდა შესაძლებელი იქნება პაციენტთა მკურნალობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას არის სავიზიტო ბარათი და ჩვენი მიზანია ის გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერებაც. „მინისტრი თავად გახლავთ ონკოლოგიის დარგის ექსპერტი და მისთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიოში ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები, ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმაც. „ვისაუბრეთ ბევრ საერთო, საინტერესო საკითხზე, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკის გაზირება ძალიან მნიშვნელოვანია,რისთვისაც მზადყოფნას გამოვთქვამთ“ - განაცხადა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს და უნგრეთის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)