|
2021-12-01 14:34:45, 667 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გარემო დაცვისა და სოფლის ეურნეობის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის არაერთი მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ანა მარია შიკომ აღნიშნა, რომ აქტიურად იმუშავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)