|
2021-11-29 17:17:54, 758 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი: ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში
ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი ბევრ ქვეყანაში არის რეგულირებადი და ეს საკითხი მკაცრად კონტროლდება. „თუ რეგულირების მასშტაბს შევხედავთ, ეს ბიზნესი ყველგან არის რეგულირებული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ მკაცრად რეგულირდება. ამ ნაწილში ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სექტორის რეგულირება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესზე, ვინმესთვის რაიმე ტიპის სიურპრიზი უნდა იყოს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს - არის განსხვავებული პრაქტიკა. არის ქვეყნები, სადაც არის 21, 23, 25-წლიანი ზღვარი, არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არის აკრძალული. ამ მიმართულებით ერთგვაროვანი პრაქტიკა არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა იყოს შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი. შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ზღვარი იყოს 25 წელი. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების მხრიდან მოვისმენთ დამატებით არგუმენტებს, თუმცა, ამ ეტაპისთვის ეს გადაწყვეტილება არის მიღებული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საგადასახადო დაბეგვრის ბაზა ამ ეტაპზე წარმოდგენილი და შემუშავებულია მხოლოდ ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის. როგორც მან აღნიშნა, პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის, რომელთაც ეკრძალებათ შესაბამისი სერვისის მიწოდება კონკრეტული პირებისთვის. იმ შემთხვევაში თუ სათამაშო ბიზნესის ოპერატორები დაარღვევენ აღნიშნულ რეგულაციას, მათთვის გათვალისწინებული იქნება ფულადი სანქცია. მისი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით რეკლამის ნაწილში დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)