|
2021-11-24 17:31:24, 599 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური – გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს, ეგორ გრეგენკოს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. „მსჯავრდებული ე.გ (დაბ. 18.03.1989 წ.) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021 წ. სსსკ 19-260-ე მუხლის III, V ნაწილებით, 260-ე მუხლის III, VI ნაწილებით და განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და Covid-19 ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა Covid-19 საწინააღმდეგო „ვაქცინაცია ,,ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021 წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19.11.2021 წ. ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. 24.11.2021 წ. დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა", – განაცხადეს პენიტენციურში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)