|
2021-11-24 17:00:26, 791 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს. უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა. გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მას ციხის ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებს და პატიმრის ცხედრის დათვალიერების პროცედურაზე არ ასწრებს. ამასთანავე, ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატიმარი ბოლო პერიოდში, სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა. „ციხის ადმინისტრაცია მე არაფერს მეუბნება, უბრალოდ, არ მიშვენებენ. მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო?! მე კატეგორიულად ვითხოვე ჩემთვის მოეცათ ნება, რომ შევსულიყავი და დათვალიერებას დავსწრებოდი, ახლა მიმდინარეობს ცხედრის დათვალიერება. დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა. ბოლოს, როცა მე ვნახე ეგორი, მან მითხრა, რომ თუ არის შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა", – განაცხადა გარდაცვლილი პეტიმრის ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)