|
2021-11-23 13:47:06, 739 ნახვა
საზოგადოება
წელს საქართველო „ოსკარზე" ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ფილმის „ოსკარზე“ ნომინაციის მხარდამჭერია „თიბისი“ კონცეპტი. „თიბისის“ ინფორმაციით, ფილმის პრემიერა თბილისში 5 დეკემბერს გაიმართება. „ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი, არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ, „მეოთხე ბრაიტონი“ ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება. „მეოთხე ბრაიტონისთვის“ სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგემლი ოპერატორი კი, „ოსკარზე“ საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია. „მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა. პრემიერის შემდეგ, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა.ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანიამ - “კინო ლორბერმ” შეიძინა. თბილისის 22-ე საერთასორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, გაიმართება „მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა. „თიბისი“ კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაცის მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს, ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს პირდება. ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)