|
2021-11-19 18:45:19, 755 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია - შიმშილობის ეპიდემია უნდა შეწყვეტილიყო
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. როგორც მინისტრმა ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხდა, გადაწყვეტილება მიღებულია შიმშილობის ეპიდემიის შეწყვეტის მიზნით. ამასთან ტიკარაძემ განმარტა, რომ ის მღელვარება, რაც საზოგადოებაში ისმოდა არ იყო საჭირო, რადგან სააკაშვილს პაციენტს, როგორც გლდანში ისე რუსთავში მიეწოდებოდა შესაბამისი დახმარება. "ექიმის პროფესია არის ძალიან რთული ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და მის სასარგებლოდ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე მეთვრამეტე დაწესებულებაში ის საჭირო ღონისძიებები უტარდებოდა, რომელიც მას ესაჭიროებოდა და ის მღელვარება, რაც საზოგადოებაში ისმოდა არ იყო საჭირო. ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ, რათა მას დამატებითი ღონისძიებებით გაეწიოს დახმარება მან დადო პირობა რომ ამ მიზნით და ის შიმშილობის კასკადი, რაც ქვეყანაში გვქონდა შეწყდება. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალური ტექნიკური ბაზით, რაც პაციენტს ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაცია MRT აპარატზე არის სიცრუე ,გამართულია და მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომია.
გადაწყვეტილება მიღებულია შიმშილობის ეპიდემია უნდა შეწყვეტილიყო და ის ჩვენ გვქვს ჰუმანური მიდგომა და ჩვენი ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ამის საჭიროება არც ახლა დგას. პაციენტს დღემდე მიეწოდება ის საჭირო სერვისი რაც მისი უსაფრთხოებისთვის საჭიროა ის არის მუდმივი დაკვირვების ქვეშ." - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ენმ-ს წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოინახულა ექსპრეზიდენტს გორის ჰოსპიტალზე წინააღმდეგობა არ აქვს თუმცა აქვს ერთადერთი პირობა, რომელასაც ნიკა გვარამია საზოგადოებას გააცნობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)