|
2021-11-17 11:39:34, 723 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობა ნაყოფიერად ვითარდება მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში. ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს გააცნო ეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)