05:51 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 14:23:10, 819 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, ამ სიტუაციას გააჩერებს მხოლოდ აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია და შესაძლოა საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ერთადერთი, რაც გააჩერებს ამ პროცესს, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. 

„ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. 7 000-მდე ადამიანი წევს ჰოსპიტალში, 1 665 მძიმე პაციენტია, ხელოვნური ვენტილაციაზე 368 პირი. ძალიან გადატვირთულია და ზღვარზეა ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ აცრები, მეტი ვერაფერი. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნარონ სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადე, ყველას ვთხოვ. 37%-მდე არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. ეს არის საგანგაშო ციფრი. არავინ არაფერს არ იცავს და რა თქმა უნდა, გვექნება შემთხვევების მატება.

არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. თუ ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა გვექნება, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი გადაიტვირთება, აღარ იქნება ადგილი. საველე ჰოსპიტლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სეგმენტია და საჭირო გახდება მათი გახსნა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics