|
2021-11-11 10:37:37, 595 ნახვა
საზოგადოება
ბექა ძამაშვილი- სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სისწორე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილს დაჟინებით მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. „დღეს შევიდა საჩივარი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მომჩივანი ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას დაკისრებოდა ვალდებულება სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ განიხილა ეს მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა. პირიქით, თავად მომჩივანს დაჟინებით მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მან 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", – განაცხადა ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება იმდენად მკაფიოა, რომ ის ინტერპრეტაციისთვის სივრცეს არ ტოვებს და საქართველოს მთავრობის სწორ პოზიციას ადასტურებს. „აქ ინტერპრეტაციისთვის სივრცეც არ რჩება, იმდენად მკაფიოდ არის ეს ჩაწერილი გადაწყვეტილებაში. როდესაც საჩივარში წერია, რომ მთავრობას დაეკისროს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სანაცვლოდ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ მომჩივანმა თავად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ძალიან მარტივი შესაფასებელია, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირიქით, სასამართლომ მომჩივანს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისთვის. ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა სწორი პოზიცია და, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან მსგავსი მოწოდება აქამდე არ გაჟღერებულა. ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეწყდება შიმშილობა", – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)