07:55 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 12:05:31, 472 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა  და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. 

სებასტიან მოლინეუმ ლევან დავითაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზოზ ფაგი, მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის უფროსი ეკონომისტი იან იოსტ ნიჟოფი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics