|
2021-11-06 11:00:13, 670 ნახვა
საზოგადოება
სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ გახსნეს. „კატასტროფის რისკის მართვა, რომელიც თემის ჩართულობით ხორციელდება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკების შემცირებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გამოაცხადა კონკურსი - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”. კონკურსი ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაინტერესებას და კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში მათ ჩართულობას“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.
პროექტის ექსპერტებმა, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში თემის როლისა და მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მიზანი ბუნებრივი საფრთხეების მართვის საკითხებში სათემო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობაა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორ უნდა შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფი სწორად, როგორ უნდა შეფასდეს რისკები და შემუშავდეს სწრაფი რეაგირების გეგმა. სამუშაო შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)