|
2021-11-05 20:26:21, 720 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის პარტნიორი იყო კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია.- ინფორმაცის ჯანდცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ გახსნეს. მისასალმებელი სიტყვით მოწვეულ სტუმრებს მიმართეს კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილემ კახაბერ ერაძემ. "ფორუმზე მოწვეული იყვნენ აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები, ასევე კრწანისის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გასაუბრებოდნენ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს. დამსაქმებლებმა კი კომპანიის არსებული ვაკანსიები შესთავაზეს აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო 20-მდე კერძო კომპანია, როგორიცაა: შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები." - ნათქვამია განცხადებაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)