11:09 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 17:27:06, 715 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

„დაახლოებით, ერთი თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს. მეამაყება, რომ თბილისში ეს საბაგირო აღდგება.  ის შენობა-ნაგებობა, მიმღებ-გამშვები პუნქტი, რომელიც ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგება, მოწესრიგდება, პირვანდელი სახე და ავთენტურობა მაქსიმალურად იქნება დაცული. ძალიან კარგი პროექტია და დარწმუნებული ვარ, დასრულების შემდეგ ბევრი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს  შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი.

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის  და ის სამართავად  „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics