|
2021-04-30 12:18:59, 456 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ
პირველ კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს და შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 10 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. ამასთან ერთად, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 56 დეგუსტაცია, შემოვიდა 2263 ნიმუში, 107 შეფასდა უარყოფითად, 2156 - დადებითად. აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება. ღვინის ექსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)