14:42 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 12:14:27, 587 ნახვა

საზოგადოება
DRI - კოდექსში განხორციელებული ცვლილებები რეპრესიულია, ემსახურება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი რეპრესიულია და ემსახურება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

DRI-ის განცხადებაში აღიშნულია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული ტემპით მიღებით მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების მოთხოვნების უგულებელყოფა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იზიარებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წუხილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, და მიაჩნია, რომ ცვლილებები რეპრესიულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

კანონპროექტის შინაარსიდან და მისი უკიდურესად დაჩქარებული ტემპით მიღებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო რეპრესიული შინაარსი შესძინოს პრაქტიკაში კუმულაციურად არაერთხელ გამოყენებულ ნორმებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების მოთხოვნის უგულებელყოფა - 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირთა მიმართ არაერთხელ გამოყენებული ნორმები უფრო რეპრესიული გახდა“, - აღნიშნულია DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics