|
2021-03-12 12:10:53, 508 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება
„პოლიტპატიმრების გათავისუფლება მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილი ამბობს, ევროკავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ვიზიტისას მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ გზაზე, რომლითაც ვადამდელი არჩევნების შესახებ უნდა შეთანხმდნენ. „მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას, თუმცა არსებობს პრინციპული საკითხები ისეთი, როგორიცაა პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების თემა. ეს საკითხი მხარეებს შორის ნდობის შექმნის მექანიზმი იქნება. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებამდე რა გზით მივა ქვეყანა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)