20:58 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 18:54:06, 738 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გუნდის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან ერთად  მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დიალოგსა და კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ ვფქირობთ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალტერნატივა და ასევე, კომპრომისებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics