|
2021-03-05 14:14:00, 493 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ პარტიებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. „სამოქალაქო საზოგადოება ვეხმიანებით პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებას და მივესალმებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს ამ პროცესში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემოთავაზებული 6 პუნქტის გარშემო შეთანხმების მიღწევა კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს. მიგვაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რომელთა მიზანი არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ინსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს. პოლიტიკური კრიზისი, განსაკუთრებით გამძაფრდა პოსტსაარჩევნო პერიოდში. ქვეყანაში არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების დაბალანსებული სისტემა. პარლამენტი უკიდურესად სუსტ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც ეფექტურად ვერ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ოპოზიციას არ აქვს მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმებით სარგებლობის უფლებამოსილება და მისი როლი ფაქტიურად იგნორირებულია. მართლმსაჯულების სისტემა არ მოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ დაბალია. ხშირია კანონის აღსრულების შერჩევითი მიდგომები და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ამის მკაფიო ილუსტრაციაა. სახეზეა მაღალი დონის კორუფციის არსებობის უტყუარი ნიშნები. საზოგადოება და მედია არის უკიდურესად პოლარიზებული. აგრესიული გარემო ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ფიზიკური ანგარიშსწორებისკენაც უბიძგებს, რისი მკაფიო დადასტურებაა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ პარტიას, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)