|
2021-03-05 14:10:39, 465 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. „განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის როლზე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. „მინდა აღვნიშნო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება დეპარტამენტის გაძლიერება. კერძოდ: ტაბაწყურის ტბასთან დასრულდა ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა, მოეწყო წალკის და ახალციხის საგუშაგოები, მარნეულის და სუფსის ბაზებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტაქტიკური და სამთო მომზადების ზამთრისა და ზაფხულის სწავლებები. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე მომზადება და წალკის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)