15:08 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 13:02:51, 562 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავრუნდებოდი

არასდრო მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას საქართველოში აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა და მოსახლეობის 50-70%-ს სურს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდეს.

„საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, მოსახლეობის 60-70%-ს სურს, რომ დავბრუნდე. მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავრუნდები საქართველოში, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს. ერთ დროს, მე მზად ვიყავი დახმარებისთვის, მაგრამ ამავდროულად არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან გარკვეულ პარტიებს არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics