|
2026-08-10 15:06:08, 212 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც საბანკო მომსახურებას ამარტივებს
თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. ამჯერად, მობაილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს, სესხის გაფორმებასა და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას კიდევ უფრო გაგიმარტივებს. თუ აქამდე მობაილბანკიდან სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეძლებ თანხის გადარიცხვას SWIFT კოდის გამოყენებით. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოგადგება, თუ საზღვარგარეთ სწავლობ ან მოგზაურობ, გიწევს სწავლის, საცხოვრებლის ან სხვა ხარჯების დაფარვა, ან ხშირად ახორციელებ საერთაშორისო გადარიცხვებს. სიახლე ასევე კომფორტულია საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების შესრულება რეგულარულად უწევთ. გარდა ამისა, გადარიცხვისას თავად გადაწყვეტ, ვინ გადაიხდის საბანკო საკომისიოს - შენ თუ მიმღები. თუ საკომისიოს შენ დაფარავ, მიმღებს სრულად ჩაერიცხება გაგზავნილი თანხა, ხოლო თუ საკომისიოს მიმღები გადაიხდის, თანხა საკომისიოს გამოკლებით ჩაერიცხება. აქამდე უცხოურ ვალუტაში მსგავსი გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ ფილიალში ან პირადი ბანკირის დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ყველაფერს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეძლებ. კიდევ უფრო მარტივი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის გაფორმება. ხელშეკრულების დადასტურებას უკვე შეძლებ არა მხოლოდ ერთჯერადი კოდით, არამედ Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც. ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია საშუალებას გაძლევს:
თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და არასდროს გქონია Travel Card-ი, სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებ. შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში ნახავ. ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება აღარ დაგჭირდება - განაცხადს დისტანციურად შეავსებ; ბარათს კი, სასურველ მისამართზე საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მის ყველა ბენეფიტსაც მარტივად გამოიყენებ. მობაილბანკს მუდმივად ემატება ფუნქციონალები, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. ფინანსების მართვა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობა თუ ახალი სერვისების მიღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, სწრაფად, უსაფრთხოდ და მაშინ, როცა გჭირდება - TBC Internet Banking.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)