12:57 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 21:31:15, 1050 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნაულია, რომ ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილებები განცხორციელდა.

„კოვიდ-19-ის ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის:

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა – £500.

მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან, ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხ. https://www.gov.uk/…/coronavirus-covid-19-travel-corridors). ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.

მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form – იხ. https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before… ) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.

ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics