13:47 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 12:46:24, 238 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია…

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას.

იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ…

მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics