12:56 - 08 Aug, 2026
|
2021-01-08 12:36:41, 1013 ნახვა
საზოგადოება
გაგრაში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ გაგრის რაიონში, ხანძრის ძირითადი კერა უკვე დაშლილია. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაგრის რაიონში, დაახლოებით 6 ჰექტარი ფართობი არის დამწვარი. "ხანძარი მიუახლოვდა საცხოვრებელ სახლებს. ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნილი იყო 4 სახანძრო და ერთი გაგრის სამაშველო სამსახურის ბრიგადა, ერთი კი სოხუმის. ცეცხლი ლიკვიდირებულია. 8 იანვრის დილით, გაგრის რაიონში მოხერხდა ხანძრის ძირითადი კერის დაშლა, ალის ნაწილი კი, მაღალმთიან ნაწილში წავიდა", - აღნიშნულია ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კობახიძე - 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)